ისრაელის ქალაქ როშინ ლე-ციონში ნორდაუს ქუჩაზე ერთდროულად 6 ცხედარია აღმოჩენილი. ცხედრები მას შემდეგ აღმოაჩიმნეს, რაც სახლის აალების შედეგად ადგილზე ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის და სასწრაფო დახმარების ავტომანქანები მივიდნენ.
მეხანძრეებმა ხანძრის ჩაქრობა უმოკლეს დროში შეძლეს. რომლის შემდეგაც სახლში აღმოჩენილი იქნა 4 ზრდასრული და 2 პატარა ბავშვის ცხედარი.
ისრაელის მედიის ინფოერმაციით, ამ დროისათვის გარდაცვლილთა ვინაობა არ სახელდება, თუმცა ისინი ერთი ოჯახის წამომადგენლები არიან. ყველაზე უნმცროსი ბიჭი 4 წლისაა, ასევე გარდაცვლილია 3 წლის გოგონა,. მათი 32 წლის მამა, 28წლის დედა 50 წლის ბებია და 55 წლის ბაბუა.
წინასწარი გამოძიების შედგად ხანძრის მიერ მსუბუქად დაზიანებული სახლის ოთახებში აღმოჩენილი იქნა სისხლის კვალი, ხოლო ცხედრებზე ჭრილობები.
საცხოვრებელ ბინაში რამდენიმე ცეცხლის კერაა აღმოჩენილი. სახანძრო სამსახურის წარმომადგენლის მოშე კოენის განცხადებით, მან ბინაში აღმოაჩინა სისხლიანი ქალის ცხედარი, სხვა ოთახებში "ნანახი იქნა სამი უფროსისა და ორი ბავშვიც ცხედარი, რომლებიც სისხლში იყვნენ. მისი განცხადებით, სახანძრო სამსახური ადგილზე ძალიან სრაფად მივიდა და ხანძარმა სახლის დაზიანება ვერ მოასწრო
პოლიცია ვარაუდობს, რომ ბინაში მოხდა კრიმინალური მკვლელობა გაქურდვის მიზნით და ხანძარი კვალის დაფასრვისათვის იქნა გაჩენილი. პოლოიციის ინფორმაციით, დაღუპულტაგან არცერთს კრიმინალური წარსული არ ჰქონდა. მათი მკვლელობა დანის გამოყენებით არის ჩადენილი, თუმცა დანაშაულის იარაღიუ ნაპოვნი არ არის.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულები დიდი ხნის წინ დსთ-დან არიან ემიგრირებული, ხოლო ბავშვები ისრაელში დაიბადნენ. მათი ბებია და ბაბუა აღნიშნულ მისამართზე ბოლო 8 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ, ხოლო ახალგაზარდა წყვილი მათ 3 წლის წინ შეუერთდა.
დაღუპულთაგან ერთ-ერთი ხორცის მაღაზიოისა და რესტორან "პრემიერის" მფლობელი იყო, რომელიც 2005 წლის 31 დეკემბერს გაიხსნა. ისრაელის პოლიციის თხოვნით, ადგილობრივი მედია მკვლელობასთან დაკავშირებით სხვა დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს.