პრეზიდენტმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პატიმარი შეიწყალა. ამის შესახებ დღეს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა, ხათუნა კალმახელიძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, შეწყალებული მსჯავრდებულებიდან 227 საპატიმროებს დღესვე დატოვებს.
"გარდა ამისა, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით 24 მსჯავრდებულს გაუნახევრდა სასჯელის ვადა, 22 პატიმარს მოეხსნა პირობითი სასჯელი, 13-ს კი სასჯელის ვადა შეუმცირდა", - განმარტა კალმახელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები