ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა საქართველოს მეორე სეპარატისტული რეგიონის - აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა ე.წ. "ღირსების ორდენით" დააჯილდოვა.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ორდენი სერგეი შამბას აფხაზეთში ე.წ. სამხრეთ ოსეთის "ელჩმა" რობერტ კოკოევმა გადასცა.
"მთავრობის თავმჯდომარე სამხრეთ ოსეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი დაჯილდოებულია კავკასიაში მშვიდობისა და თანხმობის საკითხში შეტანილი წვლილისათვის და ასევე სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის განმტკიცებისათვის", _ იუწყება აფხაზური მხარე და აღნიშნავს, რომ სერგეი შამბას ედუარდ კოკოითმა და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა 60 წლის იუბილეც მიულოცეს.
"ღირსების ორდენით ასევე დაჯილდოებულია პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში", _ იუწყება აფხაზური მხარე.