სამართალდამცველების მიერ დაკავებული, შიდა ქართლის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ მეტივიშვილი ამ დროისთვის მოდულის შენობაში, დაკითხვაზე იმყოფება.
არაოფიციალური ინფორმაციით, მეტივიშვილის გარდა გორში ჩატარებული სპეცოპერაციისას პოლიციამ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი მაღალჩინოსანი დააკავა. ის სავარაუდოდ, ქონების მართვის სამსახურის უფროაი.
მომხდარზე ოფიციალური კომეტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა, თუმცა გავრცელებული ცნობით, დაკავებულ მაღალჩინოსნებს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და ბოროტად გამოყენება ბრალდებათ.
კონსიტტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლება სპეცოპერაცია გორში დღეს დილით ჩაატარეს. ავთანდილ მეტივიშვილი შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილედ გასული წლის ზაფხულში დაინიშნა.