რუსეთის განათლების სამინისტრომ სეპარატისტულ აფხაზეთს რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის ლიმიტები გამოუყო. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
აფხაზეთის ე.წ. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, "მოლოდინი იმაზე მეტად გამართლდა, ვიდრე ველოდებოდით, რაზეც რუსეთის განათლების სამინისტროს მადლობას ვუხდით". მისივე თქმით, გასულ წლებთან შედარებით, მიმდინარე სასწავლო წელს წარმოდგენილი ადგილების დიდი ნაწილი - მოსკოვის უმაღლეს სასწავლებლებშია.
სულ აფხაზეთისათვის გამოყოფილია 72 ადგილი 47 სპეციალობაზე. მათ შორის არის ისეთი სპეციალობები, რომლებიც აფხაზეთისათვის არასოდეს გამოყოფილა. მათ შორის არის: "საზღვარგარეთის რეგიონთმცოდეობა" - მოსკოვის სახელმწიო ლინგვისტურ უნივერისტეტში, "კავშირგაბმულობის სისტემის საინფორმაციო ტექნილოგიები", "საინფორმაციო უსაფრთხოება", "საზღვაო ინფრასტრუქტურის ობიექტების გემთმშენებლობა, ოკეანოტექნიკა და სისტემოტექნიკა", "სატრანსპორტო პროცესების ტექნოლოგია".
47 წარმოდგენილი სპეციალობიდან: 13 - "არქიტექტურა და მშენებლობაა", 10 - მედიცინა, ვეტერინარია და ბიოტექნოლოგია, 6 - ეკონომიკა და მენეჯმენტი, 7 დაკავშირებულია ინფორმატიკასთან, 3 იურისპრუდენციასთან.
საბუთების მიღება, სეპარატისტულ აფხაზეთში 13 მაისამდე გასტანს. აბიტურიენტთა შერჩევა 21, 22, 28 და 29 მაისს გაიმართება და 1 ივნისს აბიტურიენტების დოკუმენტები რუსეთის განათლების სამინისტროში გადაიგზავნება.