რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 25-27 აპრილს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ორ რეგიონში - აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩავა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"მინისტრი ჩაატარებს შეხვედრებს ამ სახელმწიფოების ხელმძღვანელებთან. ყურადღების ცენტრში იქნება თანამშრომლობის საკითხების განხილვა სხვა და სხვა სფეროებში", _ იუწყება რუსული მედია.