ძლიერმა ქარმა ყვარელი 50 ათასი ლარით აზარალა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლევან გამსახურდიამ განუცხადა, ზარალი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანაზღაურდება. მისივე თქმით, აღდგენითი სამუშაოები უკვე დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ძლიერმა ქარმა სოფლებში მთისძირსა და ახალსოფელში საჯარო სკოლების სპორტულ დარბაზებს სახურავები გადახადა.