კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე ავთანილ მეტივიშვილი დააკავეს.
რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, მეტივიშვილის აყვანა დღეს დილით მოხდა.
რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილეს ქრთამის აღებაში ედება ბრალი. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ში საგანგებო ბრიფინგი 15:00 საათზე გაიმართება. შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალური ვიდეომასალის გავრცელებასაც გეგმავს.