საგურამოში, სოფელ წინამძღვრიანთკარში მეზობლებს შორის ჩხუბი მკვლელობით დასრულდა.
საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული კამათის შემდეგ გულბათაშვილების ოჯახში მეზობელი, ზვიად გაროზაშვილი შეიჭრა და ოჯახის წევრებს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მ
ალხაზ გულბათაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, მისი ვაჟი კი უმძიმესი მდგომარეობით საავადმყოფოშია მოთავსებული.
პოლიცია საქმეს განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.