გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში სიმამრმა სიძე დაჭრა.
მიზეზი ფული გახდა, რომლის მოპარვაშიც სიმამრმა საკუთარი შვილის მეუღლე დაადანაშაულა.
დაპირისპირება მათ შორის ოჯახში ქეიფისას დაიწყო, რა დროსაც ნასვამმა გიორგი დათიაშვილმა 52 წლის სიძეს, ანზორ დათუკიშვილი მუცლის არეში დაჭრა. დაშავებულს ადგილობრივ საავამდყოფოში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. დათუკიშვილის ოჯახის წევრების განცხადებით, სიმამრი სიძის მიმართ მუდმივად აგრესიით გამოირჩეოდა.