გურჯაანის რაიონის სოფელ ახალშენში 72 წლის ქალი მოკლეს.
მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. თინა ზულიაშვილი საკუთარ სახლში იპოვეს, სადაც იგი მარტო ცხოვრობდა.
ცხედარი ნაწამებია. წინასწარი ინფორმაციით, მკვლეობამდე ის გააუპატიურეს.
შემთხვევის ადგილზე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები გვიანობამდე მუშაობდნენ. ცხედარი ექსპერტიზისათვის გურჯაანში გადაასვენეს. მეზობლების თქმით, მათ ხმაური არ გაუგიათ.