სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით, სოფლის მეურნეობის საწარმოების მონახულებას განაგრძობს. დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრი და იმერეთის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია იმერეთში, საჩხერის რაიონში, იმყოფებოდნენ ახლად გახსნილ სააქციო საზოგადოებაში "დეზებიანი მამალი".
მინისტრი საწარმოში არსებულ მდგომარებას, საწარმოს სამომავლო გეგმებსა და მუშაობას ადგილზე გაეცნო. სააქციო საზოგადოებამ ხუთი თვეა დაიწყო ფუნქციონირება და ამ თვეში პირველად გაიტანა პროდუქცია ბაზარზე. ამჟამად საწარმოში 40 ადამიანია დასაქმებული და ქართულ ბაზარს მაღალი ხარისხის ქათმით და კვერცხით ამარაგებს. საწარმოს რენტაბელობაა - 7500 კვერცხი დღეში. სააქციო საზოგადოების ასამუშავებლად 300 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. სამომავლოდ, საწარმოს კეთილმოწყობაზე 200 000 ლარია გათვლილი, რაც წარმოების გაფართოებას და ახალი სამუშაოს შექმნას ხელს შეუწყობს.