წუხელ გვიან ღამით მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა.
ჰონდას მარკის ჯიპი გზის მოპირდაპირე მხარეს გადავიდა და კედელს შეეჯახა. ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა ავტომანქანის მძღოლი, 47 წლის ნოდარ ბეჟანიშვილი.
წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. მომხდარ ფაქტს პოლიცია იძიებს.