შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო და თელავის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს მკვლელობისთვის ბრალდებული 1988 წელს დაბადებული ზაზა ალბერტის ძე ყარაულაშვილი.
გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ დღეს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ზაზა ყარაულაშვილმა სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა, ბენზინგასამართ სადგურის ცვლის უფროსი 1952 წელს დაბადებული გიორგი ირაკლის ძე დვალი.
როგორც შს სამინისტრო იუწყება დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს შვიდიდან-თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.