დღეს, 8 დეკემბერს, 11:00 საათზე, ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია ავჭალაში ორი ახალი ავტოგასამართი სადგურის საზეიმო გახსნას უმასპინძლებს. ცერემონიალის საპატიო სტუმრები იქნებიან უმსხვილესი ევროპული ბანკის BNP Paribas, Geneva -ს წარმომადგენლები.
BNP Paribas -ი ევროპის საბანკო და საფინანსო სექტორის ლიდერია და მსოფლიოს 6 უძლიერეს ბანკთა შორის მოიაზრება. ბანკი მსოფლიოს 83 ქვეყანაში 202,300 თანამშრომლის მეშვეობით ემსახურება მომხმარებელს.
პრეზენტაციაზე ვისოლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სოსო ფხაკაძე ისაუბრებს BNP Paribas -თან მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ, შეაჯამებს კომპანიის ქსელის განვითარების ტემპებს და ჟურნალისტებს 2010 წლის სამომავლო გეგმებს გააცნობს.