შინაგან საქმეთა სამინისტრომ კერძო სკოლა "ჯი-ვი-ემ-ში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება და დაკავებულის აღიარებითი ჩვენება გაავრცელა.
შსს-ის ინფორმაციით, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საქმე ზულიგნობის მუხლით აღიძრა.
"საშუალო სკოლა ლიცეუმ "ჯი-ვი-ენ"-ში, ამავე სკოლის არასრულწლოვანმა მოსწავლემ თანასკოლელს პნევმატური პისტოლეტის გამოყენებით თავის არეში მიაყენა მსუბუქი ჭრილობა", - ნათქვამია განცხადებაში.
ამ დროისთვის დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის კლინიკიდან გაწერეს და უკვე სახლში გადაიყვანეს.