შსს-ის ინფორმაციით, იმერეთის სამხარეო და თერჯოლის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა 1994 წელს მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი, 58 წლის რეზო ჩიქობავა დააკავეს.
გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ 1994 წელს თერჯოლის რაიონის სოფელ ჩხარში რეზო ჩიქობავამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ზურაბ ფანჩულიძეს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ბრალდებულის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულია ნაგანის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით, რაც მთლიანობაში ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 18 წლამდე.