სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ აფხაზეთის სომხური სათვისტომოს ხელმძღვანელს სურენ კერსელიანს შეხვდა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, კერსიელიანმა შამბას სათვისტომოს მომავალი საქმიანობის გეგმები გააცნო, რომელთა შორისაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კავშირების განვითარებას სხვა და სხვა ქვეყანაში მაცხოვრებელ სომხურ სათვისტომოებთან.
"სომხური სათვისტომოს ხელმძღვანელმა სერგეი შამბას საერთაშორისო სატელევიზიო კომპანიის "ერკამასის" საქმიანობის შესახებაც მოუთხრო, რომლის თანამშრომლებიც მიმდინარე წლის მარტში სოხუმში იმყოფებოდნენ და აფხაზეთის სომხების შესახებ ბევრი მასალაც გადაიღეს. გასულ კვირას კი "ერკამასმა" აფხაზეთის შესახებ ოთხი ოცწუთიანი ფილმის ჩვენებაც დაიწყო", _ იუწყება აფხაზური მხარე და აღნიშნავს, რომ სერგეი შამბა აფხაზეთის სომხურ სათვისტომოს დახმარებასა და მხარდაჭერას დაპირდა.