ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის საქართველოში, ჯონ ბასის განცხადებით, წარმომადგენლობითი ორგანო უნდა იყოს ისეთი, რომ მასში აისახოს ის ტენდენციები, რომელიც ქართულ საზოგადოებაშია.
"გვსურს შევიტანოთ წვლილი იმ დიალოგში, რომელიც უკავშირდება მომდევნო წელს ჩასატარებელ არჩევნებს. ჩვენ ნამდვილად არ ვკარნახობთ ქართველ ხალხს, ქართულ საზოგადოებას თუ როგორი ნაბიჯები უნდა გადადგას. გვსურს ხელი შევუწყოთ საზოგადოებას, რომ გარემო იყოს უფრო მეტად კონკურენტული და არჩევნების შედეგად საზოგადოებისთვის უფრო კარგი შედეგები იყოს მიღწეული, რაც გაზრდის ნდობის ხარისხს არჩევნებისადმი და პარლამენტისადმი. წარმომადგენლობითი ორგანო უნდა იყოს ისეთი, რომ მასში აისახოს ის ტენდენციები, რომელიც არის ქართულ საზოგადოებაში", - განაცხადა ჯონ ბასმა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, აშშ-ს მთავრობის მიერ საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიისა და სამართლიანი მმართველობის მხარდამჭერი პროგრამების შეჯამების შემდეგ.