მდინარე მტკვარის მიერ გამორიყული მამაკაცის ცხედარი 2 თვის წინ გაუჩინარებული 20 წლის დავით გოგუა აღმოჩნდა.
გოგუა ბოლოს ოჯახის წევრებმა თებერვალში, ვარკეთილის დასახლებაში ნახეს, რომელიც ტაქსით გადაადგილდებოდა. ტაქსის მძღოლის განცხადებით, მან მგზავრი სანაპიროზე ჩამოსვლა, სადაც მოგვიანებით დაღუპულის ქურთუკი იქნა აღმოჩენილი.
რა გახდა 20 წლის ახალგაზრდის დაღუპვის მიზეზი, ამას გამოძიება დაადგენს.
შეგახსენებთ, რომ მაშველებმა ცხედარი წყლიდან წუხელ, გვიან ღამით, რუსთავის ტერიტორიაზე ამოიყვანეს.