თბილისის საქალაქო სასამართლო სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მომხდარი, საფრანგეთის მოქალაქის სტეფან კოჰენის მკვლელობის საქმის განხილვას დღეს განაახლებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს"დაზარალებული მხარის ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა განუცხადა, სასამართლო მოწმეთა დაკითხვას განაგრძობს.
"დღევანდელ პროცესზე მოწმეთა დაკითხვა გაგრძელდება. დაგეგმილია პროკურატურის მიერ გამოძახებული მოწმეების მოსმენა. ამასთან, არ არის გამორიცხული დაიკითხოს დაზარალებულის წარმომადგენელიც", - განმარტა კბილაშვილმა.
პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული. შეგახსენებთ, რომ წინა პროცესზე სასამართლომ ბრალდებულის პედაგოგსა და მეგობარს მოუსმინა.
როგორც ცნობილია, საფრანგეთის მოქალაქე სტეფან კოჰენი სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტის" ერთ-ერთ ნომერში 26 იანვარის ღამეს მოკლეს. ის ფრანგული კომპანია " SISTRA"-ს წარმომადგენელი იყო, რომელიც თბილისის მერიასთან ერთად სატრანსპორტო მარშუტების შემუშავებაზე პროექტს ახორციელებდა. მის მკვლელობაში 17 წლის არასრულწლოვანია ბრალდებული, რომელსაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 10-წლამდე პატიმრობა ემუქრება.