8 დეკემბერს, 13:00 საათზე, ფინანსთა სამინისტროში გერმანია-საქართველოს თანამშრომლობა განვითარების სფეროში პრესკონფერენცია გაიმართება. გერმანიის ელჩი, პატრიცია ფლორი, დელეგაციის წევრებთან და ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან, დიმიტრი გვინდაძესთან ერთად შეხვედრების შესახებ ისაუბრებს.
გერმანული დელეგაცია საქართველოში სამთავრობო კონსულტაციებს მართავს.
2008 წელს გერმანიამ დაახლოებით 50 მილიონი ევრო გამოყო. გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს დელეგაცია ამჟამად თბილისში იმყოფება და საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციებს მართავს. კონსულტაციები ეხება შემდგომ გრძელვადიან თანამშრომლობას ენერგომომარაგებისა და გარემოს დაცვის სფეროებში, მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას, იუსტიციის სფეროს რეფორმირებასა და ლტოლვილებისათვის საცხოვრებელი ფართების
გადაცემას. დახმარება გერმანიის მთავრობის კავკასიის ინიციატივის ფარგლებში
მიმდინარეობს და მისი მიზანი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის
მთელ რეგიონში მდგრადი სტაბილურობის მიღწევაა.
1992 წლიდან განვითარების სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში
გერმანიამ საქართველოს 400 მილიონი ევრო გამოუყო. მარტო 2008 წელს
გერმანულმა დახმარებამ 51,9 მილიონი ევრო შეადგინა. ამით გერმანია
საქართველოსთვის სახელმწიფო დონორების სიაში მეორე ადგილზეა.