სომხეთის კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში არსებული დანგრეული ტაძრის _ მუგნეცოც სურბ გევორკის აღდგენითი სამუშაო, შეთანხმების თანახმად, 2010 წლის გაზაფხულზე დაიწყება.
სომხეთის კულტურის სამინისტროს სახელმწიფო არაკომერციული ორგანიზაციის "კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის" დირექტორი ოვანეს სანამიანი, რომელიც რამდენიმე ხნის წინ საქართველოში იმყოფებოდა, ირწმუნება, რომ ტაძრის აღდგენითი სამუშაო სრული მოცულობით შესრულდება.
"მერიამ გამოყო სახსრები ნანგრევების გასაწმენდად, ხოლო ქართული არქიტექტურული ორგანიზაცია "არქიტეკსი" აღდგენით სამუშაოზე კონტროლს განახორციელებს. ამას გარდა, 20 დეკემბერს სომხეთის კულტურის სამინისტრო წარადგენს აღდგენის პროექტსა და ესკიზებს, რომლებიც ერთობლივად იქნება განხილული, ამის შემდეგ დაიწყება სამუშაო პროგრამების წარდგენა", _ აცხადებს სანამიანი.
რაც შეეხება სპეციალისტების მოზიდვას, სანამიანმა აღნიშნა, რომ ქართული მხრიდან შევიდა წინასწარი წინადადებები, თუმცა აუცილებელია მათ დამუშავება და დასრულებული სახის მიცემა.
სანამიანი აცხადებს, რომ სომხეთის ბიუჯეტიდან ამ მიზნით თანხა არ გამოიყოფა, ტაძრის რეკონსტრუქციისა და აღდგენის სამუშაო საქართველოს 2010 წლის ბიუჯეტშია გაწერილი.
"ქართული მხარე ტაძრის სრულ აღდგენას აპირებს. მეტროლოგიური მონაცემები და ფოტოსურათები შემონახულია, ამიტომაც აღდგენის საკითხში სირთულეები არ იქნება", _ აცხადებს სამანიანი.
შეგახსენებთ, რომ 19 ნოემსბერს თბილისში XIII საუკუნის ტაძრის მუგნეცოც სურბ გევორქის გუმბათოვანი ტაძარი ჩამოინგრა. ეს ერთ-ერთი იმ ხუთ ეკლესითაგანია, რომლის დაბრუნების თხოვნით ეჩმიაძინმა და საქართველოს სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ საქართველოს ხელისუფლებას და საეკლესიო საერთაშორისო ორგანიზაციებსა მიმართეს. ეს საკითხი არაერთგზის გამხდარა მედიის განხილვის საგანი, თუმცა სომხური მედია იუწყება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველა ეს მიმართვა უპასუხოდ დატოვა.