შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თელავში მდებარე ჯართის მიმღები პუნქტის უფროსი, ბაჩუკი ესიტაშვილი დააკავა.
შსს-ს ინფორმაციით, ბაჩუკი ესიტაშვილი ჯართის საწნეხი აპარატის გამოყენებით ამზადებდა ლითონის კუბს, რომლის შუაგულშიც, წონის მომატების მიზნით ამატებდა გამოუსადეგარ ნარჩენს, კერძოდ წიდას და აბარებდა ქ.რუსთავში მდებარე, ფოლადის სამშენებლო მასალების მწარმოებელ, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჯეოსთილში".
გამოძიება მიმდინარეობს საქათველოს სსკ-ის 180-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე.