რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ გადაღებულმა ფილმმა ვალენსიაში კინოფესტივალი დახურა.
"ყველაზე ემოციური ფილმი, რომელიც რეალურ მოვლენებზეა გადაღებული" - ასე შეაფასა მაყურებელმა სურათი.
მათი თქმით, ამ ფილმით კიდევ ერთხელ ნახავს მსოფლიო თუ რა მოხდა სინამდვილეში 2008 წლის აგვისტოში საქართველოში.
დახურვის ცერემონიალზე კი ფილმის ჩვენება კი თავად რეჟისორმა რენე ჰარლინმა ერთი წლის წინ დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტის ხსოვნას მიუძღვნა. მისი თქმით, ლეხ კაჩინსკი იყო იმ ევროპელ პრეზიდენტებს შორის, რომელიც საქართველოსათვის ყველაზე მძიმე დღეებში ჩავიდა იქ და ქართველი ხალხის გვერდით დადგა.
ფილმს მისი შემქმნელები წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. ვალენსიის შემდეგ მას უკვე ლონდონში უჩვენებენ. თბილისში კი მაყურებელი "აგვისტოს 5 დღე"-ს ივნისში ნახავს.