ჰოლივუდის მსახიობი კეტრინ ზეტა-ჯონსი ფსიქიატრიულში სამკურნალოდ დაწვა. ამის შესახებ "ასოშიედ პრესი" იტყობინება.
მსახიობის წარმომადგენლის თქმით, ზეტა-ჯონსმა რთული წელი გადაიტანა და საბოლოოდ, ფსიქიატრებს მიმართა დასახმარებლად.
2010 წელს კეტრინ ზეტა-ჯონსის მეუღლე მაიკლ დუგლასი ყელის კიბოს ებრძოდა, კეტრინი კი მას თანაუგრძნობდა. წლის დასაწყისში მაიკლ დუგლასმა კიბოს დამარცხების შესახებ განაცხდა.
41 წლის ზეტა-ჯონსს, ამერიკის ფსიქიატრიული ასოციაციის კლასიფიკაციის მიხედვით, მეორე ტიპის ბიპოლარული გაღიზიანება აღენიშნება, რაც ამ დაავადების შედარებით მსუბუქი ფორმაა. ამ ფორმას ადრე მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის სახელით იცნობდნენ.
კეტრინ ზეტა-ჯონსის დაავადება დეპრესიის მძიმე ფორმაა. ეს დაავადება მედიკამენტებითა და ფსიქოთერაპიის გზითაა შესაძლებელი.
მსახიობის გარემოცვის წევრები აცხადებენ, რომ კეტრინ ზეტა-ჯონსი თავს მშვენივრად გრძნობს და დაგეგმილ კინოპროექტებში სამუშაოების დაწყებას ელოდება.
შეგახსენებთ, კეტრინ ზეტა-ჯონსი გადაიღეს ფილმებში "ზოროს ლეგენდა", "ოუშენის 12 მეგობარი", "აუტანელი სისასტიკე" და სხვა. კინომიუზიკლ "ჩიკაგოში" კი მეორე ხარისხოვანი როლისთვის "ოსკარის" პრემიით დაჯილდოვდა.