ქართული მხარე ოკუპირებულ ტერიტორიებზე უცხოური კომპანიების უკანონო შესვლას საერთაშორისო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მალაშხიამ აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმთან უცხოური კომპანიების შესაძლო თანამშრომლობის შესახებ კომენტირებისას აღნიშნა.
"თუ რომელიმე კომპანია ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობას საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე განახორცილებს, ქვეყანას აქვს იმის სერიოზული როგორც შიდა ასევე გარე ბერკეტი, რომ ეს საკითხი საერთაშორისო სასამართლოში იყოს გადატანილი", - აღნიშნა მალაშხიამ.
დეპუტატმა არ გამორიცხა, რომ როდესაც სეპარატისტები უცხოურ კომპანიებზე საუბრობენ, ეს იყო წმინდა რუსული კომპანია, რომელსაც ანგარიშები საზღვარგარეთ აქვს.
ამასთან, დეპუტატმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციამდელი პერიოდიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მსგავსი ინფორმაციების იმ დროსაც ვრცელდებოდა თუმცა შემდეგ არ დასტურდებოდა.
"დღესაც ამაზე საუბრობენ, მაგრამ ამ დრომდე არც ერთი ფაქტი დადასტურებული არ არის", - დასძინა მალაშხიამ.