იუნესკოს გენერალური კონფერენციის 35-ე სესიამ დაამტკიცა იმ საიუბილეო თარიღების ჩამონათვალი, რომლებიც 2010-2011 წლებში აღინიშნება იუნესკოს წევრი სახელმწიფოების მიერ.
მსოფლიო მნიშვნელობის 63 იუბილის ჩამონათვალში შეტანილია ვაჟა-ფშაველას დაბადების 150 წელი (აღინიშნება 2011 წელს), ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადების 100 წელი (აღინიშნება 2010 წელს) და სვეტიცხოვლის აღმშენებლობის 1000 წლისთავი (აღინიშნება 2010 წელს).
გამოჩენილი მოცეკვავისა და ქორეოგრაფის, მამაკაცის ცეკვის რეფორმატორისა და ქართული ბალეტის ფუძემდებლის ვახტანგ ჭაბუკიანის იუბილე 2010 წლის 27 თებერვალს სრულდება. ვახტანგ ჭაბუკიანის საიუბილეო ღონისძიებები მთელი წლის განმავლობაში ჩატარდება. ძირითადი საიუბილეო ღონისძიებები კი 2010 წლის აპრილშია დაგეგმილი, რადგან თებერვალში საბალეტო დასი ერთთვიან გასტროლზე მიემგზავრება იაპონიაში.
ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელის ნინო ანანიაშვილის განცხადებით, ვახტანგ ჭაბუკიანის 100 წლისთავთან დაკავშირებით აპრილში თბილისში საიუბილეო საბალეტო ფესტივალი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება მსოფლიო ბალეტის ვარსკვალავებთან. Fფესტივალის ფარგლებში, დასის რეპერტუარიდან, წარმოდგენილი იქნება რამდენიმე სპექტაკლი, რომელშიც მთავარ პარტიებს სწორედ ბალეტის ვარსკვალავები იცეკვებენ. ფესტივალი დასრულდება საიუბილეო გალა-კონცერტით.
"ჩვენი მიზანია, რომ მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნოს ისეთი დიდი ხელოვანის საიუბილეო თარიღი, როგორიც ვახტანგ ჭაბუკიანი გახლდათ. საბალეტო სამყარო დიდადაა მისგან დავალებული. დღეს ბევრმა არ იცის, რომ ის ვარიაციები და ცალკეული ცეკვები, რომლებიც ბევრ კლასიკურ ბალეტში სრულდება, სხვადასხვა თეატრების სცენებზე, სწორედ მის მიერაა შექმნილი. Uიუნესკოს მიერ ამ გადწყვეტილების მიღება ამ საქმეში კიდევ უფრო დაგვეხმარება. ჩვენ უკვე დაგვიკავშირდა მსოფლიოს მრავალი გამოცემები და გვთხოვეს მასალები ჭაბუკიანის შემოქმედების შესახებ. Bბევრ მნიშვნელოვან ღონისძიებას ვგეგმავთ, რომელსაც მალე გავაცნობთ საზოგადოებას. მათ შორის მნიშვნელოვანი იქნება გალა-კონცერტისათვის მისი ქორეოგრაფიით შექმნილი ცალკეული ვარიაციების თუ ცეკვების აღდგენა."
ს