საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამართალდამცავი სისტემის განყოფილების ხელმძვანელი შპეკპაევ ალიკ ჟადკამბაევიჩი მიიღო.
შსს-ის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ყაზახეთის დელეგაციას დეტალურად გააცნო შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები.
ვიზიტის ფარგლებში ყაზახეთის დელეგაცია გაეცნო შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახრების სააგენტოს მუშაობას, ეწვევა პოლიციის აკადემიას და დაათვალიერებს პოლიციის განყოფილების ახალ შენობებს.