დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ ისანი-სამგორის რაიონში კორპუსების გადახურვის სამუშაოები დაათვალიერა.
კრწანისის ქუჩაზე გიგი უგულავა ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა. კრწანისის 8-ში მდებარე ორ სადარბაზოიანი კორპუსის გადასახურად 24 500 ლარი გამოიყო. სამუშაოები ერთ კვირაში დასრულდება.
"გამოიკვეთა ძირითადი პრობლემა, ეს არის უმუშევრობის პრობლემა და ჩვენ შესაბამისად 2010 წელს ჩვენ გვაქვს განსაზღვრული, რომ განვახორციელოთ რამდენიმე ღონისძიება, რომელიც უმუშევრობის დაძლევაზე იქნება ორიენტირებული. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის სოციალური საკითხი და ამ მიმართულებითაც ვგეგმავთ სერიოზულ მუშაობას, ეს ეხება პენსიებს, მედიკამენტურ უზრუნველყოფას და სხვ", _ განაცხადა გიგი უგულავამ.