ქვეყნის დეოკუპაციის დაწყება არის საკმაოდ სეროზული პრობლემა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ შოთა მალაშხიამ განუცხადა.
დეპუტატის შეფასებით, საქართველოს დეოკუპაციის პროცესის დაწყება საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, თუმცა ქართულ მხარეს საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის კონკრეტული წინადადებები აქვს მომზადებული ამ მიმართულებით.
"მთავრია, რომ საქართველოს სახელმწიფოს ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ სტრატეგია უკვე აქვს შემუშავებული, თუმცა მისი განხორციელება არ მხოლოდ ჩვენზე, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებზეც არის დამოკიდებული", - აღნიშნა მალაშხიამ.
მისივე შეფასებით, დეოკუპაცია არის რთული პროცესი და მის განხორციელებისთვის საჭიროა, როგორც ქვეყნის შიგნით სრული კოორდინაცია, ასევე გარეთაც სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი.