საქართველოში ახალი საქმელმოქმედო ფონდი `თანადგომა" დაფუძნდა. მსოფლიო საოპერო სცენის ვარსკვლავის, ქართველი ბარიტონის ლადო ათანელის ფონდი უკვე ერთი წელია, რაც ჩამოყალიბებულია, თუმცა მუშაობას ოფიციალურად 17 დეკემბერს დაიწყებს.
17 დეკემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში პრეზენტაცია-კონცერტი გაიმართება. მასში მონაწილეობას საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი შემსრულებლები მიიღებენ.
"ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, რომ მაქვს იმის დრო, რომ დავაარსო საქველმოქმედო ფონდი ამით მცირეოდენი წვლილი შევიტანო ქართულ ქველმოქმედებაში", _ განაცხადა ლადო ათანელმა.
ათანელის ფონდის მიზანია დაეხმაროს ნიჭიერ ახალგაზრდა მუსიკოსებს, პროფესიულ განვითარებასა და უცხოეთში სწავლის გაგრძელებაში დაეხმაროს.
70 03 70 - ამ ნომერზე ნებისმიერ ქველმოქმედს შეუძლია დარეკოს და საკუთარი წვლილი შეიტანოს ათონელის ფონდის საქმიანობაში.