"დონალდ ტრამპს ყოველთვის შეუძლია ემიგრირება: თუკი ის გადაწყვეტს საქართველოს პრეზიდენტად კენჭისყრას, მან შეიძლება გაიმარჯვოს", - The New Yorker-ის მტკიცებით, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ში რამდენიმე კვირის წინ განხორციელებული ვიზიტისას განაცხადა, სადაც ის "მისი დიდი ხნის მეგობრის, დონალდ ტრამპის სანახავად ჩავიდა".
როგორც ჟურნალისტი ტიმოთი ფარინგტონი წერს, იმ საღამოს, როცა საქართველოში ტრამპის ინვესტიციების შემოსვლის თაობაზე ხელშეკრულება გაფორმა, ქართული დელეგაციის წევრებმა, რომელთა შორის პრეზიდენტი სააკაშვილი, ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია, აშშ-ში საქართველოს ელჩი თემურ იაკობაშვილი იყვნენ, აღნიშნული "Four Seasons"-ში ტრამპის ათიოდე თანამშრომელსა და მეგობართან ერთად აღნიშნეს.
"ახლახანს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქალაქში მისი დიდი ხნის მეგობრის, დონალდ ტრამპის სანახავად ჩამოვიდა. Trump Tower-ის ატრიუმში, ბანერთან, წარწერით „ტრამპი საქართველოში ინვესტიციას დებს", ამ ორმა ადამიანმა იმ გეგმის შესახებ განაცხდა, რომლის თანახმადაც ტრამპი საკუთარ სახელს და შესანიშნავ გამოცდილებას საქართველოში ორი ნაგებობის მშენებლობისთვის გაიღებს - ერთი თბილისში, დედაქალაქში აშენდება, ხოლო მეორე ბათუმში შავი ზღვის სანაპიროზე და იქნება ყველაზე მაღალი საქართველოში", - წერს ჟურნალისტი, რომლის სტატიის ქართულ თარგმანსაც foreignpress-ი აქვეყნებს.
ჟურნალისტი იმასაც წერს, რომ დონალდ ტრამპი, რომელიც არ გამორციხავს აშშ-ში 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, ბარაკ ობამას დაბადების მოწმობის გამოქვეყნება მოითხოვა, რადგან, მისი აზრით, ამერიკის პრეზიდენტი რაღაცას მალავს.