2009 წლის 30 ნოემბრისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 5452,64 მლნ. ლარი შეადგინა, რამაც თერთმეტი თვის გეგმით გათვალისწინებული ოდენობის 121 პროცენტი შეადგინა.
ბიუჯეტის შემოსულობების 41,6 პროცენტი საგადასახადო შემოსავლებზე, 26,4 პროცენტი კი - საბაჟო გადასახადებზე მოდის.
გრანტების მოცულობა 217,89 მლნ. ლარს გაუტოლდა, რაც მთლიანი შემოსულობების 4 პროცენტია.
სხვა შემოსავლებმა 237,03 მლნ.ლარი შეადგინა, რაც მთლიანი შემოსულობების 4,4 პროცენტია.