2009 წლის იანვარ-ოქტომბერში, აზერბაიჯანი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის მეორე ადგილზეა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტიდან აცნობეს, აღნიშნულ პერიოდში, აზერბაიჯანთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 452,9 მლნ. აშშ დოლარს (მთლიანი ბრუნვის 10,1 პროცენტი) შეადგენს.
აზერბაიჯანში საქართველოდან განხორციელებული ექსპორტი 145,3 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (მთლიანი ექსპორტის 15,6 პროცენტი). უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფებია: მსუბუქი ავტომობილები - 22,8 პროცენტი; ცემენტი -14 პროცენტი; მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი - 9,6 პროცენტი; სამკურნალო საშუალებები - 6 პროცენტი; სხვა პროდუქცია - 47,6 პროცენტი.
იანვარ-ოქტომბერში, საქართველოში აზერბაიჯანის იმპორტმა 307,6 მლნ.
აშშ დოლარი (მთლიანი იმპორტის 8,7 პროცენტი) შეადგინა.
იმპორტირებულ პროდუქციას შორისაა: ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 59,6 პროცენტი; ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები - 21,4 პროცენტი;
ნედლი ნავთობი - 2,9 პროცენტი; ნავთობის გადამუშავების ნარჩენები - 1,9 პროცენტი;
ფქვილი - 1 პროცენტი; სხვა პროდუქცია - 13,2 პროცენტი.