მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის თვეებში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის მარკეტინგისა და ეკონომიკური ოპერაციების სამმართველომ განახორციელა დაახლოებით 1,882 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტის ექსპორტი, რაც 19,4 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით..
2008 წლის იანვარ-ნოემბრის თვეებში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ განახორციელა 2,336 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტის ექსპორტი.
ნავთობპროდუქტების ექსპორტის სტრუქტურაში საავტომობილო ბენზინმა შეადგინა 215,572 ათასი ტონა, დიზელის საწვავმა - 1,337 მილიონი ტონა, საავიაციო საწვავმა - 265,392 ათასი ტონა, საღუმელე მაზუთმა - 34,497 ათასი ტონა.
აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის განცხადების თანახმად, 2009 წლის ნოემბრის თვეში 1 ტონა საავტომობილო ბენზინი მსოფლიო ბაზარზე ღირდა 692,01 დოლარი, დიზელის საწვავი - 609,9 დოლარი, ავიასაწვავი - 658,57 დოლარი, მაზუთი - 467,04 დოლარი.
მასალის გამოყენების პირობები