აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტი დაასრულა და სოხუმში დაბრუნდა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, დღეიდან ე.წ. პრეზიდენტი თავისი მოვალებების შესრულებას შეუდგა, რის ფარგლებშიც დღეს ბაღაფში მოქალაქეთა მიღებას აწარმოებს.
შეგახსენებთ, რომ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში თურქეთში 7 აპრილს გაემგზავრა. იგი ანკარაში აფხაზური დიასპორტის წარმომადგენლებს შეხვდა.
მასალის გამოყენების პირობები