7 დეკემბერს, 13:00 საათზე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, პროგრამის "ჩემი მშვიდობიანი მომავალის" ფარგლებში, აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრებ დევნილ ბავშვებს საქართველოს პარლამენტი უმასპინძლებს.
დევნილ ბავშვებს პარლამენტის შენობის დათვალიერებისა და პარლამენტის ისტორიის გაცნობის შესაძლებლობა მიეცემათ.
ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მარიკა ვერულაშვილი მოსწავლეებს მათი კომიტეტის საქმიანობას გააცნობს. შეხვედრის დასასრულს ევროკავშირის შესახებ ევროკომისიის მიერ მოწოდებული დოკუმენტური ფილმის ჩვენებაც მოეწყობა.
პროგრამის "ჩემი მშვიდობიანი მომავალი", რიგით მესამე ეტაპზე 30-მდე დევნილი ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას. პირველ და მესამე ეტაპზე კი აფხაზეთის საჯარო სკოლების 100 -მდე მოსწავლე იყო ჩართული.