საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში წარმოქმნილი სიტუაციის გაგების თვალსაზრისით, ასევე 2008 წელს მომხდარი მოვნელების შემდეგ ევროკავშირში მნიშვნელოვანი პროგრესი შეიმჩნევა, აცხადებს სეარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის კომენტირებისას, რომლის მიხედვითაც ჩინოვნიკები, რომლებიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის საკითხებით არიან დაკავებულნი უნდა გააქტიურდნენ დნესტრისპირეთსა და სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მოსაწესრიგებლად გადაწყვეტილებები კი უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო სამართალს მათ შორის თვითგამორკვევისა და ტერიტორიულ მთლიანობის პრინციპებს. ინფორმაციას ამის შესახებ "ეხო კავკაზა" ავრცელებს.
"მიუხედავად ზოგი შიდა წინააღმდეგობრივი ფორმულირებისა" სერგეი შამბა დარწმუნებულია, რომ აფხაზეთისა და ევროკავშირის ურთიერთობაში მალე სერიოზული ძვრა იქნება.
"რა თქმა უნდა თავდაპირველად, აშშ-სა და ევროკავშირის რეაქცია იმაზე, რაც 2008 წელს ხდებოდა იყო ალბათ უფრო ემოციური, თუმცა ეს რეაქცია დროთა განმავლობაში, განსაკუთრებით კი ტალიავინის კომისიის დასკვნის შემდეგ თანდათანობით შეიცვალა", _ აცხადებს შამბა და დასძენს, რომ აფხაზეთი ყოველთვის მხარს უჭერდა ევროკავშირთან დიალოგს.
"ევროკავშირთან დიალოგის წარმოებას მხარს ვუჭერთ და ჩვენ ვაკეთებთ კიდეც ამას ჯენევის მოლაპარაკებათა ფარგლებში და თუკი არის წინადადებები ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად, ჩვენ ასევე მივიჩნევთ მათ სასარგებლოდ და ყოველთვის ამას ვამბობდით. ნებისმიერი აღიარება რაღაც პრაგმატიზმს უნდა ეფუძნებოდეს: იქნება რაღაც ურთიერთობები, ურთიერთინტერესები, სიტუაციაც შეიცვლება", _ აცხადებს შამბა.
მისივე თქმით, რაც შეეხება პოლიტიკურ აღიარებას ამისაკენ სვლა ნელნელაა საჭირო.
"დღეისათვის ჩვენ ამის მკვეთრი აუცილებლობა არ გვაქვს, იმიტომ, რომ ჩვენი ძირითადი შიშები რუსეთის აღიარების მიერაა აღმოფხვრილი, ჩვენ ჩვენი თავისათვის მთავარი პრობლემები უკვე გადავწყვიტეთ - უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების პრობლემები", _ აცხადებს სერგეი შამბა.