დღეს, 7 დეკემბერს, "ეკონომიკური თავისუფლების აქტით" გათვალისწინებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე პარლამენტი დასკვნას მიიღებს. დასკვნა საქართველოს კონტიტუციური კანონის პროექტების გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ მოამზადა.
პარლამენტის საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, განხილვები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში, სავარაუდოდ, 9 დეკემბრიდან დაიწყება.
მელიქიშვილის განმარტებით, აუცილებლად იქნება შეხვედრები ბიზნესმენებთან და დაინტერესებულ მხარეებთან.
მელიქიშვილი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებები ხელს შეუწყობს საქართველოში ინვესტიციების მოზიდვასა და ხალხის დასაქმებას.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალი ეკონომიკური ინიციატივები: "ეკონომიკის თავისუფლების აქტი" წარმოადგინა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის ლიბერალიზაციას ითვალისწინებს.