ჩარლზ დიკენსის სამელნე დიდ ბრიტანეთში 1500 დოლარად გაიყიდა.
ადამიანმა, რომელმაც სამელნე აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა, 20 წლის წინ ლონდონის ანტიკვარიატის ბაზარზე სულ რაღაც 40 დოლარად შეიძინა.
სამელნესთან ერთად, იყიდებოდა საგაზეთო სტატია, როგორც ფაქტის დადასტურება, რომ სავაჭროდ გამოტანილი ნივთი ინგლისური ლიტერატურის კლასიკოსს ეკუთვნოდა.
ბრიჯაოს მრგვალი სამელნე იმ საწერ მაგიდაზე იდო, სადაც ჩარლზ დიკენსი უკანასკნელ რომანს თხზავდა.