აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჩინეთის საგნგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ლევან ვარშალომიძემ და ჩენ ჯიანფუმმა ჩინეთსა და აჭარას შორის სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრეს.
როგორც შეხვედრის შემდეგ ჩინეთის ელჩმა განაცხადა,სამომავლოდ თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის კუთხით გაგრძელდება, საუბარი ციტრუსისა და ჩაის კულტურების განახლება-განვითარებას შეეხო.
შეხვედრას ჩინეთის ელჩის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების სკითხებში ჩენ რენიუნი და ელჩის პირველი მდივანი ლუო შიხიონგი ესწრებოდნენ.