მოსკოველმა სამართალდამცავებმა 57 წლის ე.წ. კანონიერი ქურდი სტეპან გევორქიანი დააკავეს, რომელიც კრიმინალურ წრეებში "სტიოპა ტბილისსკის" ზედმეტსახელადაა ცნობილი. პირადი ჩხრეკის დროს მას 5.21 გრ ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი აღმოაჩნდა. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
სტეპან გევორქიანი თბილისში დაიბადა. იგი 8-ჯერ არის ნასამარლევი და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მთლიანობაში 25 წელი აქვს გატარებული. ბოლოს სტიოპა ტბილისსკი 2005 წელს დონის როსტოვში ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით გაასამართლეს.
აღსანიშნავია, რომ სამართალდამცავების განცხადებით, არსებობს ოპერატიული მონაცემები იმის შესახებ, რომ თავისი ქურდული ტიტული გევორქიანმა ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაკარგა.