პირობით ვადამდე კიდევ 5 მსჯავრდებული გათავისუფლდება. შესაბამისი გადაწყვეტილება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედმა კომისიამ დღეს გამართულ შეხვედრაზე მიიღო.
კომისიის გადაწყვეტილებით, პირობით ვადამდე ის მსჯავრდებულები გათავისუფლდებიან, რომელთა განცხადებები, საბჭოების ზეპირი მოსმენის შემდეგ არ დაკმაყოფილდა.
სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია პერიოდულად, არანაკლებ სამ თვეში ერთხელ იკრიბება.
მსჯავრდებულთა განცხადებებს ყოველი თვის ბოლოს პირობით ვადამდე გათავისუფლების საბჭოები განიხილავენ, შემდეგ კი იმართება ზეპირი მოსმენა, რომელსაც მსჯავრდებული და ადვოკატი ესწრება.