ოფიციალური პეკინი აცხადებს, რომ აშშ აზიაში სამხედრო წარმომადგენლობას ზრდის. როგორც ქვეყნის თავდაცვის უწყება ამტკიცებს, ეს კონტინენტზე არასტაბილურობის დამყარებას უწყობს ხელს.
თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, აშშ-ს მხრიდან ჩინეთზე მიზანმიმართული ოპერაციების რაოდენობაც იზრდება. აღნიშნულ დოკუმენტში ქვეყნის უსაფრთხოება და შეირაღებული ძალების მდგომარეობაა აღწერილი.
"აშშ აძლიერებს სამხედრო ალიანსს და უფრო მეტად ერევა რეგიონულ საკითხებში", - აღნიშნულია დოკუმენტში.
ბოლო წლების განმავლობაში აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობა, განსაკუთრებით სამხედრო საკითხებში, უფრო და უფრო იძაბება. სიტუაცია ჰუ ჯინტაოს აშშ-ში ვიზიტის შემდეგ სიტუაცია ოდნავ განიმუხტა. ჯინტაო აშშ-ს წლის დასაწყისში ეწვია.
"ვაღიარებ რომ ჩვენი და აშშ-ს სამხედრო ურთიერთობა დაძაბულია და გამოწვევების წინაშე დგას. ამერიკა აგრძელებს იარაღის მიყიდვას ტაივანისთვის, რაც ჩინეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება ", - განაცხადა პოლკოვნიკმა გენგ იაშენგმა დოკუმენტის წარდგენის დროს.