საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენლის, გიორგი ახვლედიანის განცხადებით, სამთავრობო დებატებისას საზოგადოებამ დაინახა, რომ არსებული ხელისუფლება ხელისუფლებაში ყოფნის ღირსი არ არის.
"მოსახლეობამ ადექავატური პასუხები ვერ მიიღო, თუმცა ეს დებატები მნიშვნელოვანი იყო იმიტომ, რადგან საზოგადოებამ დაინახა, რომ ხელისუფლება, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, არ არის ხელისუფლებაში ყოფნის ღირსი", - განაცხადა ახვლედიანმა პარლამენტში, სამთავრობო დებატებისას.
სიტყვით გამოსვლისას ახვლედიანის მხრიდან ყველაზე მეტი კრიტიკა ოკუპირებული ტერიტოროებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა კობა სუბელიანმა დაიმსახურა, რომელიც ოპოზიციონერმა დეპუტატმა "პრობლემის ერთ ყურში შეშვებასა და მეორიდან გაშვებაში" დაადანაშაულა.
"როცა ამდენი ფაქტი, ამდენი კონკრეტული საკითხი არსებობს, გამოდიხართ და ცილს სწამებთ დევნილებს. ოპოზიციას სპეკულაციაში ადანაშაულებთ. სპეკულაცია იქნებოდა, ერთ-ერთ დევნილს ლტოლვილთა სამინისტროსთან შემთხვევით მანქანა რომ დაჯახებოდა და გვეთქვა, რომ ეს სუბელიანმა შეგნებულად გააკეთა.. შემდგომში ასეთი რამ აღარ განმერდეს. თუ ერთ ყურში შევუშვებთ პრობლემას და მეორეში გავუშვებთ, იგივეს სხვა მინისტრიც გაიმეორებს", - განმარტა ახვლედიანმა.