საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს საგამოძიებო-ოპერატიული სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის „სარფი"-ს სასაზღვრო გამტარი პუნქტის განყოფილების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, სასაზღვრო-გამტარ პუნქტ "სარფ"-ზე, საქართველოს მოქალაქე თამაზ გოგალაძე დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, აღნიშნულმა პიროვნებამ საქართველოს საბაჟო საზღვარზე 157787 ათასი ლარის ღირებულების, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ძვირფასი ლითონის ჯართი გადაიტანა საბაჟო წესების დარღვევით.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის II ნაწილით. გამოძიებას აწარმოებს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული სამმართველო.