თემქაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია. 29 გიორგი ქადაგიშვილის დაჭრა, რომელიც მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა, 39 წლის გიორგი აბრამაშვილს ბრალდება.
აბრამიშვილს სამართალდამცველები უკვე ეძებენ.
არსებული ინფორმაციით, მკვლობაში ეჭვმიტანილი და დაღუპული ერთმანეთის მეზობლები იყვნენ და მათ შორის ინციდენტამდე ერთი დღით ადრე შელაპარაკება მოხდა.
შეგახსენებთ, რომ ქადაგიშვილი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მეოთხე კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა პაციენტის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.