ატომურ ელექტროსადგურ "ფუკუსიმა-1"-ის კომპანია-ოპერატორის პრეზიდენტი საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ "ფრანც-პრესი" იტყობინება. 66 წლის მასატაკა სიმიძუ მაღალი წნევითა და თავბრუსხვევით საავადმყოფოში დღეს გადაიყვანეს.
უფრო ადრე კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ სიმიძუმ ავადმყოფობის გამო შვებულება აიღო. ეს ატომურ რეაქტორზე მომხდარი პირველი ავარიიდან უახლოეს ხანში მოხდა.
იმ დროს გავრცელებული ინფორმაციით, იაპონელი ჩინოვნიკის მდგომარეობა მძიმე იყო. ამასთან, ვრცელდებოდა, რომ სიმიძუ კვლავაც კომპანიის შტაბ-ბინაში რჩებოდა და წოლით რეჟიმს არ იცავდა.
უკვე 13 მარტიდან ჩინივნიკი საზოგადოებაში არ გამოჩენილა. მისმა გაუჩინარებამ იაპონურ პრესაში კრიტიკული გამოხმაურება ჰპოვა.
შეგახსენებთ, ატომურ ელექტროსადგურ "ფუკუსიმა 1"-ის აფეთქება იაპონიის ისტორიაში სერიოზულ ინციდენტად ითვლება. სადგურზე მომხდარმა ხანძარმა და აფეთქებამ, რაც რეაქტორის გაგრილების სისტემის გამორთვამ გამოიწვია, ბირთვული საწვავის ნაწილობრივი დაღვრა და რადიაციის ჰაერში გატყორცნა გამოიწვია.