თბილისის საქალაქო სასამართლომ ისრაელის ბიზნესმენების ზეევ ფრენკელისა და რონი ფუქსის საქმესთან დაკავშირებით განაჩენის გამოცხადება 1-ლი აპრილისთვის გადადო.
საქალაქო სასამართლო აღნიშნულის მიზეზად მოსამართლის ავადმყოფობას ასახელებს, რომელმაც დღევანდელ პროცესზე მისვლა ვერ შესძლო.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ისრაელის მოქალაქეების საქმეზე მუშაობა დაასრულა. სასამართლოს საბოლოო განაჩენი დღევანდელ სხდომაზე უნდა გამოცხადებულიყო, რომელიც 11:00 საათზე იყო ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი ბათუმში, გასული წლის 14 ოქტომბერს დააკავეს. ბიზნესმენებს მაღალი თანამდებობის პირისთვის ქრთამის შეთავაზება ედებათ ბრალად. მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. პატიმრობა შეეფარდა, აგრეთვე, იოანის კარდასოპოლუსს, რომელიც მიმალვაშია და მასზე ძებნაა გამოცხადებული.